geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კონფერენცია, ეძღვნება ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის და საზოგადო მოღვაწის შალვა ხიდაშელის დაბადებიდან 115 წლისთავს

იუნესკოს დადგენილებით, მთელ მსოფლიოში 2002 წლიდან  ყოველწლიურად ტარდება „ფილოსოფიის დღე“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი  ტრადიციულად უერთდება ამ თარიღის  და  2026 წლის 12-13 ნოემბერს, იუნესკოს პროგრამის ფარგლებში,  ატარებს  ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ  საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ კონფერენციას.  16-17 ნოემბერს  გაიმართება სტუდენტთა რეგიონალური კონფერენცია.   

 

კონფერენცია ეძღვნება ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის და საზოგადო მოღვაწის   შალვა ხიდაშელის   (1911-1991)  დაბადებიდან 115 წლისთავს.

 

თეზისების გაფორმების წესი იხილეთ დანართში. ასევე, გთხოვთ, დებულების გათვალისწინებით,  საერთაშორისო ბაზების სტანდარტების შესაბამისად (ERIH+, Crossref, Google Scholar და სხვ.),  შეავსოთ და  გამოაგზავნოთ თქვენი თეზისები. 

თარიღი: 16/07/2026